Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის წინააღმდეგ


ყირგიზეთში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ოპოზიციონერ ომურბეკ ბაბანოვის წინააღმდეგ. ამის შესახებ იუწყება ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა. ბაბანოვს ბრალად ედება ეროვნული ნიშნით დაპირისპირებისაკენ და კონსტიტუციური წყობის ძალის გამოყენებით შეცვლისაკენ მოწოდება. ბრალდებები ეფუძნება პოლიტიკოსის გამოსვლა სექტემბრის ბოლოს ქალაქ ოშის მოსახლეობასთან შეხვედრისას. ბაბანოვმა თქვა, ფეხზე დგომის დროს სიკვდილი ჯობია დაჩოქილ ცხოვრებასო. ხელისუფლებამ ეს გამონათქვამი ექსტრემიზმად მიიჩნია. საკითხის განსახილველად, ბაბანოვის საქმე გადაუგზავნეს ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტს. ოპოზიციონერის შტაბში ირწმუნებიან, რომ ციტატები ამოგლეჯილია კონტექსტიდან. თავად ბაბანოვი საქმის აღძვრას მიიჩნევს სპეცსამსახურების პროვოკაციად. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმების 33% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა სახელისუფლო პარტიის კანდიდატის შემდეგ.

XS
SM
MD
LG