Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პოლიციამ 260-ზე მეტი პირი დააკავა არასანქცირებული აქციის გამართვისათვის


რუსეთის ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ 260-ზე მეტი პირი დააკავა არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო. მოსკოვში, რუსმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს შეკრება მანეჟის მოედანზე, სადაც "სახალხო ერთობის" დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა. დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ პოლიციას, რომელმაც მათ არ მისცა ბანერების გაშლის უფლება. იუწყებიან, რომ რამდენიმე ათეულ დაკავებულს ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს დანები, კასტეტები და რეზინის ტყვიის მსროლელი პისტოლეტები. 5 ნოემბერს პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა ასევე მოსკოვის რამდენიმე დიდ ქალაქში. რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული მოძრაობა "არტმომზადების" ლიდერმა, ვიაჩესლავ მალცევმა, ტელეკომპანია "დოჟდს" განუცხადა, რომ მთელი რუსეთის მასშტაბით დაკავებულია მისი ორგანიზაციის 100-ზე მეტი წევრი. ოფიციოზი მალცევის ორგანიზაციას "ტეორორისტულს" უწოდებს.

XS
SM
MD
LG