Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლეს პუჩდემონი ჩაბარდა ბელგიის პოლიციას


კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ჩაბარდა ბელგიის პოლიციას. ამის შესახებ, 5 ნოემბერს ინფორმაცია გაავრცელა ბელგიის საზოგადოებრივმა ტელეარხმა VRT-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ცნობილი იყო, რომ ბელგიის პროკურატურა ეზადებოდა კარლეს პუჩდეომონისა და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრის დასაპატიმრებლად, რისთვისაც სამართალდამცველებს მიღებული ჰქონდათ ევროპული ორდერი. იუწყებიან, რომ დაპატიმრებული კატალონიელი პოლიტიკოსები წარდგებიან სასამართლოს წინაშე, რომელიც გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ისინი ესპანეთს. კატალონიის გადაყენებული ლიდერი და ოთხი ყოფილი მინისტრი 30 ოქტომბერს ჩავიდნენ ბელგიაში. მას შემდეგ ესპანეთში დააკავეს რვა ყოფილი მინისტრი ესპანეთისაგან კატალონიის გამოყოფის მცდელობის გამო. ესპანეთისაგან გამოყოფის შესახებ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა და 21 დეკემბრისთვის დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.

XS
SM
MD
LG