Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა დაიწყო აზიური ტურნე და გეგმავს პუტინთან შეხვედრას


აშშ-ის პრეზიდენტი 5 ნოემბერს ჩავიდა იაპონიაში, რომლითაც იწყება დონალდ ტრამპის 12 დღიანი აზიური ტურნე. ტრამპი იაპონიაში ჩაფრინდა ჰავაიდან, სადაც შეხვდა ამერიკელ სამხედროებს და დაათვალიერა 1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონიის ავიაციის მიერ პიორლ-ჰარბორზე განხორციელებული თავდასხმის მემორიალი. აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში მასთან მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. „ასეთი შეხვედრა მოსალოდნელია. ჩვენ გვჭირდება პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეის საკითხში“, რომელიც ტრამპის თქმით „დიდ პრობლემად იქცა აშშ-ისა და მთელი მსოფლიოსათვის“. აზიური ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა ასევე სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამსა და ფილიპინებს.

XS
SM
MD
LG