Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საად ჰარირი ირანს ადანაშაულებს ლიბანის დესტაბილიზაციის მცდელობაში


ლიბანის პრემიერ-მინისტრი, საად ჰარირი, რომელმაც თავის გადადგომა 4 ნოემბერს გამოაცხადა, ირანსა და ჰიზბოლას ადანაშაულებს ლიბანისა და არაბული სამყაროს დესტაბილიზებაში. გადადგომის განცხადება საად ჰარირმა გააკეთა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს და დასძინა, რომ იგი უფრთხის მასზე შესაძლო თავდასხმას. საადის მამა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რაფიკ ჰარირი 2005 წელს მოკლეს. სუნიტი მუსლიმანი, 47 წლის საად ჰარირი აცხადებს, რომ ირანი იყენებს შიიტურ დაჯგუფება ჰიზბოლას ლიბანზე გავლენის გასავრცელებლად.

XS
SM
MD
LG