Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი ლექციებში აღებული ჰონორარით ცხოვრობს


უკრაინის ოპოზიციური მოძრაობა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძირითად შემოსავალი ლექციებში აღებული ჰონორარია. „ ვცხოვრობ ძალიან მოკრძალებით და ნორმალურად. არ მაქვს არავითარი უკანონო შემოსავალი, არასოდეს მქონია და არ მაქვს რაიმე ბიზნესი, არც ჩემს ნათესავებს არ ჰქონიათ და არ აქვთ ბიზნესი. მაგრამ ჩემი ოჯახის წვერები კარგ ხელფასს იღებენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ATR-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ მისი შემოსავლის წყაროს ლექციების წაკითხვისათვის მიღებული გასამრჯელო წარმოადგენს, რაც შესაძლოა რამდენჯერმე აღემატებოდეს მისი ნათესავების შემოსავალს. ამ განცხადების ფონია გავრცელებული ცნობა, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ამჟამად პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ამის შესახებ „უკრაინსკიე ნოვინის“ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა. 22 სექტემბერს ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 3400 გრივნით დააჯარიმა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.

XS
SM
MD
LG