Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ლოგარის პროვინციაში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. ავღანეთში ამერიკული არმიის სარდლის, გენერალ ნიკოლსონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტრაგიკული ინცინდენტის მიუხედავად გაგრძელდება ავღანეთის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა და ერთობლივი მოქმედება ტერორისტების წინააღმდეგ. გენერლის განცხადებაში არ არის საუბარი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის დეტალებზე. ეს უკვე მეორე ჯარისკაცია, რომელიც ლოგარის პროვინციაში მოკლეს ბოლო კვირაში.

XS
SM
MD
LG