Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას


საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტური ტაძარი, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, 2017 წლის 5 ნოემბერი
საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტური ტაძარი, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, 2017 წლის 5 ნოემბერი

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ამერიკის ტეხასის შტატში მომხდარი თავდასხმის შედეგად. 5 ნოემბერს, ქალაქ სან-ანტონიოსთან მდებარე დაბის, საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარში ცეცხლი გახსნა ახალგაზრდა მამაკაცმა. თავდასხმისას ტაძარში მიმდინარეობდა საკვირაო ღვთისმსახურება. ტეხასის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 5-დან 72 წლამდეა. ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცეცხლი გახსნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, დევიდ პატრიკ კელიმ, რომელსაც 2012 წელს, ცოლ-შვილის ცემის გამო, ტრიბუნლმა მიუსაჯა ერთწლიანი პატიმრობა, 2014 წელს კი არმიიდან დაითხოვეს. პოლიციის ცნობით, ბაპტისტურ ტაძარში ხალხის დახოცვის შემდეგ, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილი ავტომანქანით დატოვა, თუმცა, მანამდე მას ესროლა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. თავდამსხმელის გვამი ტაძრიდან მოშორებით, ავტომობილში აღმოაჩინეს. სამართალდამცავთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა, ან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ტეხასის შტატში მომხდარ თავდასხმას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

XS
SM
MD
LG