Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეზე იმსჯელეს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს პრესკონფერენცია ტოკიოში, 2017 წლის 6 ნოემბერი

ტოკიოში გაიმართა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს, მშვიდობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფხენიანის მიმართ სტრატეგიული მოთმინების ეპოქა დასრულებულია. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ და იაპონია ერთობლივად მუშაობენ ჩრდილოეთ კორეის საშიში, აგრესიული მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული შეიარაღება მსოფლიოში საუკეთესოა. „გასაკვირი არ არის, რომ იაპონია დიდძალ ამერიკულ ტექნიკას ყიდულობს, თუკი გავითვალისწინებთ, რით არის დაკავებული მისი ერთ-ერთი მეზობელი“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ აღნიშნა, რომ იაპონია სრულად იზიარებს ჩრდილოეთ კორეის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას. დონალდ ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში 12 დღიანი ტურნეს ფარგლებში, იაპონიის გარდა ეწვევა სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამსა და ფილიპინებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG