Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა


საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა ტეხასის შტატში მომხდარი ტრაგედიის გამო. „ჩვენი ფიქრებით ვართ ამერიკელ ხალხთან და საზერლენდ-სპრინგსში დაღუპულთა ოჯახებთან“ - დაწერა ტვიტერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ასეთივე შინაარსის განცხადება ტვიტერით გამოაქვეყნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სოლიდარობა გამოუცხადა შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს. საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. „თანავუგრძნობთ ჩვენს მეგობარ, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში“ - ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტეხასის შტატში, საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარზე 5 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი.

XS
SM
MD
LG