Accessibility links

ბელორუსიაში ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი


ბელორუსიაში ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელმაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი დღე დაჰყო საპატიმროში უსანქციო მიტინგში მონაწილეობისათვის. როგორც სტატკევიჩმა 5 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, ის პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ სათანადო ზომები იქნება მიღებული, თუ კვლავაც დაარღვევს კანონს საჯარო შეკრების შესახებ. სტატკევიჩი ამ გაფრთხილებას „პოლიტიკურ ზეწოლად“ მიიჩნევს და პირობას დებს, რომ გააგრძელებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ოპოზიციონერის მეუღლემ, მარინა ადამოვიჩმა, 3 ნოემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება სასამართლოსაგან, რომ მის ქმარს კიდევ 10 დღით უპირებენ დაკავებას ოქტომბერში სხვა უსანქციო მიტინგის ორგანიზებისათვის. ჯერ არ არის ნათელი, როდის მოიხდის, ან საერთოდ მოიხდის თუ არა სტატკევიჩი ამ სასჯელს. იანვრიდან მოყოლებული, ის უკვე რამდენჯერმე იყო დაკავებული და ბოლო 10 თვის განმავლობაში 35-მდე დღე გაატარა ციხეში. ის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მეტოქე იყო 2010 წლის არჩევნებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG