Accessibility links

სტამბოლის ცენტრში დაიწყო ოპერის მშენებლობა, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს


სტაბოლი, 6 ნოემბერი: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სიტყვით გამოდის სტამბოლში ოპერის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით

სტამბოლის ცენტრში დაიწყო ოპერის მშენებლობა - სადავო პროექტი, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მოთხოვნით ხორციელდება. როგორც ერდოანმა 6 ნოემბერს გამოაცხადა, თანამედროვე საოპერო შენობა ახალ სიცოცხლეს შესძენს სტამბოლის ცენტრში მდებარე ტაქსიმის მოედანს. 2013 წელს ამ მოედანზე იმართებოდა ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ერდოანის - მაშინ პრემიერ-მინისტრის - წინააღმდეგ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკში დაგეგმილ დეველოპერულ პროექტს. 2500-ადგილიანი ოპერა 2019 წელს გაიხსნება და შენდება იმ ადგილას, სადაც ახლა ათათურქის სახელობის კულტურული ცენტრი მდებარეობს. ეს ცენტრი 1969 წელს გაიხსნა და სულ მალე ხანძრის შემდეგ დაიხურა. შემდეგ ისევ გაიხსნა 1978 წელს, მაგრამ 2008 წელს გასარემონტებლად დაიხურა და მას მერე აღარ ამოქმედებულა. ოპერის აშენების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში აღარ იდგება ოსმალეთის იმპერიის დარღვევის შემდეგ მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული რესპუბლიკის სიმბოლო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG