Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ტაჯიკეთში მუშაობა შეწყვიტა


უფლებადამცველმა ორგანიზაცია“როჰი ზინდაგიმ“, რომელიც ლგბტ პირთა უფლებებს იცავს, შეწყვიტა მუშაობა ტაჯიკეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე შემოწმების ჩატარების შემდეგ. ჩრდილოეთ ტაჯიკეთში მოქმედი ორგანიზაციის თავმჯდომარე ალბინა იშკუვატოვამ 3 ნოემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ „როჰი ზინდაგი“ განუწყვეტლივ განიცდიდა ზეწოლას ხელისუფლებისაგან. ივნისში ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, რეგულარულად უნდა ჩააბაროს ხელისუფლებას ანგარიში თავისი ფინანსური ოპერაციების შესახებ. ამას ითვალისწინებს კორუფციის საწინააღმდეგო კანონი, რომელსაც ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მაისში მოაწერა ხელი. უფლებადამცველები რაჰმონს აკრიტიკებენ, რადგან ახალ კანონს მიიჩნევენ ადამანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის გამართლების საშუალებად. რაჰმონი 1992 წლიდან დგას ტაჯიკეთის ხელისუფლების სათავეში.

XS
SM
MD
LG