Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავს დაესხნენ კერძო ტელეკომპანიას


ავღანელი სამართალდამცავები ქაბულში, ტელეკომპანია Shamshad-ის შენობასთან, 2017 წლის 7 ნოემბერი
ავღანელი სამართალდამცავები ქაბულში, ტელეკომპანია Shamshad-ის შენობასთან, 2017 წლის 7 ნოემბერი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კერძო ტელეარხს, Shamshad TV-ს. ტელეკომპანიის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ჟურნალისტების ნაწილმა შენობის დატოვება შეძლო. როიტერის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 და დაიჭრა 20-მდე ადამიანი. ქაბულის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ტელეკომპანიის შესასვლელთან ბომბი ააფეთქეს, დაცვის თანამშრომელი მოკლეს და შენობაში სროლით შეიჭრნენ. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ."

XS
SM
MD
LG