Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი მსოფლიოს მოუწოდებს ზომებისაკენ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხესთან დასაპირისპირებლად


2017 წლის 7 ნოემბერი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრესკონფერენციაზე სეულში
2017 წლის 7 ნოემბერი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრესკონფერენციაზე სეულში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, მთელი თავისი სამხედრო ძალა გამოიყენოს საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად, თუმცა ყურადღებას ამახვილებს ყველა შესაძლო ზომაზე სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. „ჩრდილოეთი კორეა საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს და მოითხოვს მთელი მსოფლიოს მოქმედებას“, განაცხადა ტრამპმა 7 ნოემბერს სეულში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იქვე ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, „სწორი ნაბიჯი გადადგას“. მან აღნიშნა, რომ „გარკვეულ მოძრაობას“ ხედავს, მაგრამ უარი თქვა განმარტებაზე, კონკრეტულად რაში ხედავს პროგრესს. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ იაე-ინმა აღნიშნა, რომ სეული და ვაშინგტონი მზად არიან, „ნათელი მომავალი“ შესთავაზონ ჩრდილოეთ კორეას, თუ ეს ქვეყანა უარის იტყვის თავის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე.

XS
SM
MD
LG