Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ორი ადამიანი დაიღუპა კერძო ტელეკომპანიაზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ქაბული, 2017 წლის 7 ნოემბერი: ტელეკომპანია "შამშადის" თანამშრომლები, რომლებიც ექსტრემისტების თავდასხმას გადაურჩნენ
ქაბული, 2017 წლის 7 ნოემბერი: ტელეკომპანია "შამშადის" თანამშრომლები, რომლებიც ექსტრემისტების თავდასხმას გადაურჩნენ

ქაბულში ორი ადამიანი მოკლეს და, სულ ცოტა, 20 დაჭრეს კერძო ტელეკომპანიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოკლულია ორი მცველი, ისევე როგორც ორი თავდამსხმელი. ტელეკომპანია „შამშადის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აბედ ეჰსასმა მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ თავდამსხმელებს პოლიციელების ფორმა ეცვათ. როგორც იუწყებიან, ავღანეთის სპეცდანიშნულების შენაერთმა კედელი შეანგრია შენობაში შესაღწევად და თავდამსხმელების გასანეიტრალებლად. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, დაიჭრა ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი, ხოლო ზოგი ფანჯრიდან გადახტა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლის“ წარმომადგენელმა, სამხრეთ აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე ომარ ვარაიჩმა თავდასხმას უწოდა „საზარელი დანაშაული“, რომელიც ცხადჰყოფს, რამდენად დიდ საფრთხეში არიან ავღანელი ჟურნალისტები თავიანთი საქმის კეთებისას.

XS
SM
MD
LG