Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში დააკავეს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი


ესტონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და ესტონეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში. ამის შესახებ ესტონეთის პროკურატურა აცხადებს. მისი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია ესტონეთის წინააღმდეგ კომპიუტერული დანაშაულის მომზადებაში და მისი მოქმედება მიმართული იყო ესტონეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ. წელს მაისში ესტონეთიდან გააძევეს ორი რუსი დიპლომატი ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან კონტაქტებისათვის, რომლებიც დიპლომატებისათვის შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. მანამდე ესტონეთის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობისათვის, რომელსაც ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის დავალებით ეწეოდა.

XS
SM
MD
LG