Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა დემოკრატებმა ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს


დემოკრატი რალფ ნორტემის მხარდამჭერები
დემოკრატი რალფ ნორტემის მხარდამჭერები

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ვირჯინიის და ნიუ-ჯერსის შტატების გუბერნატორის არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები 7 ნოემბერს ჩატარდა. ვირჯინიაში რესპუბლიკელი ედ გილესპი დაამარცხა დემოკრატმა რალფ ნორტემმა, რომლის საარჩევნო კამპანია ძირითადად აგებული იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკაზე. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ნორტემმა მიიღო ხმების 53,9%, გილესპიმ კი 45%. ნიუ-ჯერსის შტატში რესპუბლიკელი კიმ გადანგო დაამარცხა დემოკრატმა ფილიპ მერფიმ. მას ხმების 55,5% აქვს, ხოლო გადანგოს 42,4%. ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა დემოკრატმა ბილ დე ბლაზიომ. CNN-ის ინფორმაციით, დე ბლაზიოს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 66,5%-მა, მის კონკურენტს, რესპუბლიკელ ნიკოლ მალიოტაკისს კი, 27,8%-მა. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები საზოგადოების განწყობის ერთგვარი ბარომეტრი და მნიშვნელოვანი სიგნალია კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. ნიუ იორკში, ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში დემოკრატი კანდიდატების გამარჯვება ოპტიმიზმის საფუძველია დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც კონგრესში უმცირესობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG