Accessibility links

"კომერსანტის" ინფორმაციით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას აპირებს


უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ შესაძლოა, მომავალ კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ. ინფორმაცია რუსულმა გაზეთმა, „კომერსანტმა“ გაავრცელა უკრაინის პარლამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ 16 ნოემბერს, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს დონბასის რეინტეგრაციის შესახებ, რომელსაც დაემატება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პუნქტი. „კომერსანტის“ ინფორმაციით, შესწორების ინიციატორია საპარლამენტო ფრაქციის, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი, ივან ვინიკი. თუ უკრაინის პარლამენტი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას მხარს დაუჭერს და პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შესაბამის ბრძანებას გამოსცემს, უკრაინაში დაიხურება რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რუსეთში კი, უკრაინის. „კომერსანტის“ ცნობითვე, კიევი აპირებს რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმოდგენა თხოვოს ბელორუსიას, ან შვეიცარიას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG