Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს სტუმრობს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი პეკინში ჩავიდნენ. 2017 წლის 8 ნოემბერი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. დონალდ ტრამპი შეხვდება ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამით გამოწვეული კრიზისი. 7 ნოემბერს, სეულში, სამხრეთ კორეის პარლამენტში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ჩინეთს და რუსეთს ფხენიანთან კავშირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ამბიციები უნდა მოთოკოს და მოლაპარაკებებს დათანხმდეს. სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ვიზიტამდე დონალდ ტრამპი იაპონიას სტუმრობდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG