Accessibility links

ნატოს წევრები 9 ნოემბერს გადაწყვეტენ ავღანეთში მეტი ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

ნატოს წევრი ქვეყნები 9 ნოემბერს მიიღებენ გადაწყვეტილებას ავღანეთში ალიანსის საწვრთნელი მისიის პირადი შემოდგენლობის, დაახლოებით, 3000 ადამიანით გაზრდის შესახებ. ამის შესახებ 7 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის განმარტებით, ჯარისკაცები არ მიიღებენ მონაწილეობას ბრძოლაში - ისინი ჩაერთვებიან ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნის, კონსულტირებისა და მხარდაჭერის მისიაში, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „მტკიცე მხარდაჭერა“. დამატებითი შენაერთების ნახევარი დაკომპლექტდება ამერიკელი ჯარისკაცებით, ხოლო მეორე ნახევარი - ალიანსის დანარჩენი წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი სამხედრო მოსამსახურეებით. ბრიუსელში 8 ნოემბერს იწყება ნატოს ორდღიანი მინისტერიალი, რომლის მონაწილე თავდაცვის მინისტრებიც შეთანხმდებიან ავღანეთში დამატებით ჯარისკაცების გაგზავნაზე. სტოლტენბერგის განცხადებით, ამჟამად ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მსახურობს 13 000-მდე სამხედრო მოსამსახურე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG