Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსნეფტის“ ხელმძღვანელს იბარებენ მოწმედ რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პროცესზე


რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი
რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება, მოწმის სახით იბარებენ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის სასამართლოს პროცესზე. მოსამართლე ლარისა სემიონოვამ 8 ნოემბერს დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა სეჩინის მოწმედ დაბარების შესახებ. სეჩინი, რომელიც ამჟამად „როსნეფტს“ ხელმძღვანელობს, დიდხანს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. ხოლო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ულიუკაევი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც პოსტსაბჭოთა რუსეთში იქნა დაკავებული. მას ბრალად უყენებენ სეჩინისათვის 2 მლნ დოლარის გამოძალვას იმისათვის, რომ ეკონომიკის სამინისტროს "როსნეფტისთვის" მიეცა ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ აქციების უმრავლესობის ყიდვის ნებართვა. ულიუკაევი, რომლის სასამართლო პროცესი აგვისტოში დაიწყო, შინაპატიმრობაშია. ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სეჩინმა და უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მას ხაფანგი დაუგეს.

XS
SM
MD
LG