Accessibility links

კიევში თავს დაესხნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს, როცა ისინი აეროპორტში მუშაობდნენ


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი, მიხაილო ტკაჩი - ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც 2017 წლის 7 ნოემბერს თავს დაესხნენ კიევის აეროპორტში

კიევის „ჟულიანის“ აეროპორტში თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებისა და უკრაინის ტელეარხ „პერშის“ ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. ჟურნალისტები იღებდნენ მასალას უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკის - პრორუსულ ორგანიზაცია „უკრაინის არჩევანის“ ლიდერის - მოსკოვიდან კიევში ჩასვლის შესახებ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი, მიხაილო ტკაჩი ფეისბუკში წერს, რომ ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს 7 ნოემბრის საღამოს და ხელი შეუშალეს მათ პოლიტიკოსის კიევში ჩასვლის გადაღების მცდელობისას. ტკაჩის ვარაუდით, ნიღბიანი პირები არიან ხალხი, ვინც მედვედჩუკისთვის მუშაობს კიევის „ჟულიანის“ აეროპორტში, როცა ის რუსეთში მიფრინავს და იქიდან ბრუნდება ხოლმე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ტელეპროექტ „სხემის“ მთავარი რედაქტორის, ნატალია სედლეცკას თქმით, მედვედჩუკის მცველები რამდენიმე კვირაა ცდილობენ, ხელი შეუშალონ „სხემის“ გუნდის მუშაობას. ცნობების თანახმად, მედვედჩუკს ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ის ოფიციალურად არ გამოხმაურებია ცნობას აეროპორტში ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG