Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ უარყო ალექსეი ნავალნის საჩივარი პუტინის ადმინისტრაციის შესახებ


მოსკოვის სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და მისი ადმინისტრაციის შესახებ. ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი, ივან ჟდანოვი ფეისბუკზე წერს, რომ გაასაჩივრებს ტვერის რაიონული სასამართლოს 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას. ნავალნიმ 1 ნოემბერს გამოაცხადა, რომ იწყებს სამართლებრივ მოქმედებას პუტინის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ და კრემლს ბრალად სდებს წინაღობების კოორდინირებულად შექმნას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წარმოებული მისი კამპანიისთვის. ნავალნი კამპანიას აწარმოებს მიუხედავად ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გაფლანგვის ბრალდების გამო - რომელიც, ნავალნის თქმით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. პუტინს, რომელიც პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში ძალაუფლებას უკვე 18 წელია ფლობს, ჯერ არ გამოუცხადებია საკუთარი კანდიდატურა მაგრამ, გავრცელებული მოლოდინით, ის მეოთხედაც იყრის კენჭს.

XS
SM
MD
LG