Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში გამოცხადდა გაფიცვა კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების მოთხოვნის გასაპროტესტებლად


კატალონიაში გამოცხადებულია გაფიცვა რეგიონის გადაყენებული ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი კაბინეტის ოთხი ყოფილი წევრის დაპატიმრების მოთხოვნის გასაპროტესტებლად. გაფიცვის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ ავტოტრასები და რკინიგზა. კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ 1 ოქტომბერს ჩატარებული, მადრიდის აზრით, უკანონო რეფერენდუმის შემდეგ, ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ამასთან, მადრიდმა ბელგიის პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაპატიმრებულ იქნეს იქ მყოფი რამდენიმე კატალონიელი პოლიტიკოსი, მათ შორის კარლეს პუჩდემონი. ბელგიის სასამართლო 17 ნოემბერს განიხილავს მათი ექსტრადიციის საკითხს.

XS
SM
MD
LG