Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: საუდის არაბეთი ვერაფერს მიაღწევს მუქარით


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ საუდის არაბეთი გააფრთხილა, რომ ვერაფერს მიაღწევს ირანის მიმართ მუქარით. ამ განცხადების ფონია რეგიონში ორი ქვეყნის დაპირისპირების გამწვავება. თქვენზე (საუდის არაბეთზე) უფრო ძლიერებსაც კი ვერაფერი დაუშავებიათ ირანელი ხალხისთვისო, - განაცხადა როჰანიმ 8 ნოემბერს თეირანში, ირანის მთავრობის სხდომაზე, რომლის დროსაც გააკეთა განცხადება საუდის არაბეთის მისამართით. ერთი მხრივ, ძირითადად, შიიტური ირანი და, მეორე მხრივ, სუნიტური საუდის არაბეთი სხვადასხვა მხარეს დგანან რეგიონის რამდენიმე კონფლიქტში, მათ შორის სირიასა და იემენში. როჰანი გამოვიდა რეგიონში თანხმობისაკენ მოწოდებით და აღნიშნა, რომ ირანი მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში „მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგრესისაკენ“. ამასთან, ირანი მხარს უჭერს ჰუთიტ მეამბოხეებს იემენში და შეიარაღებულ პირებს აგზავნის სირიაში. როჰანის თქმით, საუდის არაბეთმა დაუშვა „სტრატეგიული შეცდომა“, როცა აშშ და ისრაელი მიიჩნია მეგობრებად, ხოლო ირანი - მტრად.

XS
SM
MD
LG