Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს


აშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტებმა 8 ნოემბერს შეათანხმეს „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ 2018 წლის საბიუჯეტო წლისთვის. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს პენტაგონის პოლიტიკას და წლიურ ბიუჯეტს. აქტში ცალკე მუხლადაა გამოყოფილი რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტები ყურადღებას ამახვილებენ 2008 წელს, საქართველოში და 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და მოსკოვის მუქარაზე ნატოს წევრი, მოკავშირე ქვეყნების მიმართ. დოკუმენტის ამ ნაწილში ასევე, საუბარია რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდაზე არქტიკის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, ბირთვული დოქტრინის განვითარებაზე და მოსკოვის მიერ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის და „ღია ცის“ შეთანხმებების დარღვევაზე. „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევადაა დასახელებული რუსეთის მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია, კიბერთავდასხმები, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული სამხედრო ოპერაციები. ვაშინგტონი აპირებს 2018 წელს დახარჯოს 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარი ევროპაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად და 100 მილიონი დოლარი ბალტიის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად. კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტები ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ გამოჰყოფს 350 მილიონ დოლარს, მათ შორის თავდაცვითი, ლეტალური საშუალებებისთვის. ამასთან, საერთო თანხის ნახევრის გამოყენება შეიზღუდება, სანამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი არ დაადასტურებს, რომ უკრაინამ არსებით ძალისხმევას მიმართა თავდაცვის სფეროში ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG