Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღად 10 ნოემბერი დაასახელა


ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტის ფარგლებში. ჰამბურგი, 2017 წლის 7 ივლისი
ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტის ფარგლებში. ჰამბურგი, 2017 წლის 7 ივლისი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში - ამის შესახებ მოსკოვში, ჟურნალისტებს აცნობა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. მისი ინფორმაციით, შეთანხმების ეტაპზეა შეხვედრის კონკრეტული დრო. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, რომელიც დონალდ ტრამპს თან ახლავს აზიურ ტურნეში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური მოლაპარაკების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა 2017 წლის ივლისში, ჰამბურგში გაიმართა „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG