Accessibility links

პაკისტანში მოკლეს პოლიციის ოთხი თანამშრომელი, მათ შორის გენერალური ინსპექტორი


პაკისტანის ქალაქ კუეტაში 2017 წლის 9 ნოემბერს მოწყობილი აფეთქების ადგილი

პაკისტანში თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოკლა პოლიციის ოთხი თანამშრომელი, მათ შორის მაღალი რანგის პირი. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებაზე, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ კუეტაში მოეწყო, პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა. თავდამსხმელმა მიზანში ამოიღო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა გენერალური ინსპექტორი ჰამიდ შაკილი. დაიღუპა ავტომანქანაში მასთან ერთად მყოფი სამი პოლიციელი, დაიჭრა ცხრა ადამიანი. პოლიციის ცნობით, ბოლო წლებში შაკილი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ექსტრემისტების, ისევე როგორც მომცრო სეპარატისტული ჯგუფების წევრთა დაკავებაში. თავდასხმიდან რამდენიმე საათში, მასზე პასუხისმგებლობა აიღეს პაკისტანელმა თალიბებმა, „თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“. კუეტა არის ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქი. რეგიონში აქტიურობენ სეპარატისტების ჯგუფები, ისევე როგორც ისლამისტი ექსტრემისტები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG