Accessibility links

ტილერსონი: ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ჯერ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გამართავენ თუ არა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ოფიციალურ მოლაპარაკებას მიმდინარე კვირაში, აზიის ეკონომიკური სამიტის დროს. ტილერსონმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, შეხვდება 10 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის კულუარებში. მაგრამ ტილერსონმა, რომელიც თან ახლავს ტრამპს აზიური ტურნეს დროს, პეკინში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ უნდა გაირკვეს, „საკმარისად შინაარსიანი“ იქნებოდა თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG