Accessibility links

ნატო 16 ათასამდე გაზრდის ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების რიცხვს


ნატოს განცხადებით, სამი ათასი ჯარისკაცით, 16 ათასამდე გაიზრდება ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი თალიბანთან ბრძოლაში ქაბულის მთავრობის დასახმარებლად. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ბოლოს. სტოლტენბერგმა განმეორებით აღნიშნა, რომ დამატებითი შენაერთები არ ჩაერთვებიან საბრძოლო მისიაში - ისინი მონაწილეობას მიიღებენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის სამთავრობო ჯარების წვრთნას, კონსულტირებას და დახმარებას. დამატებითი შენაერთების ნახევარი დაკომპლექტება ამერიკელი ჯარისკაცებით, ხოლო მეორე ნახევარი - დანარჩენი ნატოელი მოკავშირეების წარმომადგენლებით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოში გამოაცხადა ახალი სტრატეგია ავღანეთისათვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG