Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააყადაღეს რეჟისორ კირილ სერებრენიკოვის ქონება


მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულ იქნა ცნობილი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ქონება. ბასმანნის საოლქო სასამართლოს პრესმდივანმა იუნონა ცარიოვამ 9 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ დაყადაღებულია რეჟისორის საბანკო ანგარიშები, ისევე როგორც მოსკოვის ბინა და ავტომანქანა. „გოგოლის ცენტრის“ მხატვრულ ხელმძღვანელს, კირილ სერებრენიკოს ბრალად უყენებენ ერთ-ერთი პროექტისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 68 მილიონი რუბლის გაფლანგვას. მას წელს აგვისტოში წაუყენეს ბრალდება, რომელსაც რეჟისორი გადაჭრით უარყოფს. მას და მის მხარდამჭერებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნიათ სამართლებრივი დევნა. სერებრენიკოვს ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა ანტისამთავრობო აქციებში და გაუკრიტიკებია სახელმწიფოსთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მჭიდრო კავშირი. კულტურის მოღვაწეებმა - მათ შორის მრავალმა უცხოელმა - უკვე არაერთხელ მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას ცნობილი რეჟისორის გათავისუფლების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG