Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთის სკოლებში კვირაში ორ საათამდე ამცირებენ თათრულის სწავლებას


თათრეთი, სოფელ ალანის სკოლა
თათრეთი, სოფელ ალანის სკოლა

თათრული ენის სწავლა სავალდებულო რჩება თათრეთის სკოლებში, მაგრამ კვირაში ორ საათამდე შემცირდება ამჟამინდელი ექვსი საათის ნაცვლად. ამის შესახებ გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რუსტამ მინიხანოვმა. მისი თქმით, ახალი წესები უკვე შეთანხმებულია ფედერაციის ხელისუფლებასთან. როგორც იუწყებიან, თათრულის სწავლა სავალდებულო იქნება პირველიდან მეცხრე კლასამდე, ხოლო უფროსკლასელებისათვის ფაკულტატურ ენად ჩაითვლება. ეს საკითხი თათრეთში იწვევს აზრთა სხვაობას, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ივლისში, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ ადამიანებს არ უნდა აიძულებდნენ ისწავლონ ენა, რომელიც არ არის მათი მშობლიური ენა და პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ხდება თუ არა ასეთი რამ. პუტინის განცხადებას და განკარგულებას მოჰყვა რუსულენოვანი მშობლების მოწოდება რუსეთის „ეთნიკურ“ რეგიონებში - ანუ რეგიონებში, სადაც მრავალრიცხოვანი არარუსი მოსახლეობაა - გაუქმდეს არარუსული ენების სავალდებულო სწავლება. ამ მოთხოვნას პროტესტი მოჰყვა თათრეთში, ისევე როგორც მეზობელ ბაშკირეთსა და ჩუვაშეთში, სადაც ადგილობრივი ენები სახელმწიფო ენებია, რუსულთან ერთად.

XS
SM
MD
LG