Accessibility links

სირიის არმიამ კონტროლი დაამყარა ბოლო ქალაქზე, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ გამაგრებული


სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა კონტროლი დაამყარეს ალბუ ქამალზე - სირიის ბოლო ქალაქზე, რომელშიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ გამაგრებული. ახლა გრძელდება ბრძოლა აღმოსავლეთ სირიის უდაბნოში, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან ექსტრემისტები. სირიის სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ალბუ ქამალის გათავისუფლება მოხსენიებულია „ძალიან მნიშვნელოვან“ მიღწევად, რადგან მიანიშნებს რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ პროექტის ჩაშლაზე. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, მთავრობის ჯარები და მოკავშირეები, მათ შორის მეზობელი ერაყიდან გადასული ჯარისკაცები, ამოწმებენ ალბუ ქამალს, ამ ქალაქიდან ექსტრემისტების განდევნის შემდეგ. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებით, ქალაქის მახლობლად იმყოფება 3500-მდე ექსტრემისტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG