Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში კორუფციული სქემების გამოძიებასთან დაკავშირებით დაკითხეს 200-ზე მეტი ადამიანი


საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამად ბინ სალმანი. მისი დავალებით შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი.
საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამად ბინ სალმანი. მისი დავალებით შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი.

საუდის არაბეთში 200-ზე მეტი ადამიანი დაკითხეს კორუფციის გარშემო გამოძიებასთან დაკავშირებით და მხოლოდ შვიდი მათგანი გაათავისუფლეს ბრალდების წაუყენებლად. როგორც 9 ნოემბერს გამოაცხადა საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კორუფციული სქემებით მიყენებული ზარალი 100 მილიარდ დოლარს აღწევს. ცნობების თანახმად, სამეფოში დაყადაღებულია 1500-მდე საბანკო ანგარიში. 5 ნოემბერს საუდის არაბეთში დააკავეს 11 პრინცი, ოთხი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი. საქმეს იძიებს კორუფციასთან ბძროლის კომიტეტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, მუჰამად ბინ სალმანის განკარგულებით.

XS
SM
MD
LG