Accessibility links

თეთრი სახლი არ ადასტურებს, რომ 10 ნოემბერს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება


რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა 2017 წლის ივლისში, ჰამბურგში გაიმართა "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტის ფარგლებში

თეთრმა სახლმა უარყო, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში. 10 ნოემბერს, ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებამდე მცირე ხნით ადრე, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შეთანხმებული არც ყოფილა, რადგან მათი განრიგი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან, სანდერსმა არ გამორიცხა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს არაფორმალურად გაესაუბრებიან. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 10 ნოემბერს, სააგენტო ინტერფაქსს აცნობა, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის შეთანხმება გრძელდება, თუმცა, სიცხადე ამ საკითხში ჯერჯერობით არ არის. მანამდე, 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 10 ნოემბერს, ვიეტნამში გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG