Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: აშშ აღარ შეეგუება ვაჭრობით ბოროტად სარგებლობას


ვიეტნამი, ქალაქი დანანგი 2017 წლის 10 ნოემბერს: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (ASEAN) სამიტზე.
ვიეტნამი, ქალაქი დანანგი 2017 წლის 10 ნოემბერს: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (ASEAN) სამიტზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (ASEAN) სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ აღარ შეეგუება ვაჭრობით ბოროტად სარგებლობას და დაბეჯითებით მოითხოვს სამართლიან და თანასწორუფლებიან სავაჭრო პოლიტიკას. „აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს შეერთებული შტატები. მე ყოველთვის პირველ ადგლას დავაყენებ ამერიკას“ - განაცხადა ტრამპმა 10 ნოემბერს ვიეტნამში, ქალაქ დანანგში, რომელიც სამიტს პასპინძლობს. აშშ-ს უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი აქვს ჩინეთთან და იაპონიასთან - ქვეყნებთან, რომლებსაც ტრამპი უკვე ეწვია აზიაში ამჟამინდელი, 11-დღიანი ტურნეს მსვლელობაში. აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება არის ცენტრალური ნაწილი ტრამპის პოლიტიკისა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელიც, მისი აზრით, ამერიკელ მუშახელს დაიცავს. წინათ ტრამპი ხშირად ადანაშაულებდა ჩინეთს ამერიკული სამუშაო ადგილების მოპარვაში, მაგრამ ბოლოხანს ასეთი ბრალდება აღარ გამოუთქვას. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრობლობა აერთიანებს 21 წევრ ქვეყანას, რომლებზეც მოდის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-მდე.

XS
SM
MD
LG