Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობას შეუდგა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, გიგი წერეთელი


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი კოპენჰაგენში შეუდგა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. „ევროპული საქართველოს“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ასამბლეას ბევრი გეგმა და ბევრი საქმე აქვს. „ძალიან ფართოა ნუსხა საკითხების, რომლებითაც დაკავებულნი არიან საპარლამენტო ასამბლეა და ზოგადად, ეუთო. ეს ეხება როგორც კონფლიქტების საკითხს, ასევე ბევრ სხვა თემას, მათ შორის კლიმატის ცვლილებებს, მიგრაციას და ტერორიზმს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა. მან, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა ავსტრიელი კრისტინ მუტონენი, რომლის პარტია ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. შესაბამისად, მუტონენი აღარ არის ეროვნული პარლამენტის წევრი და უფლება აღარ ჰქონდა საქმიანობა გაეგრძელებინა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში.

XS
SM
MD
LG