Accessibility links

პუტინი და ერდოანი 13 ნოემბერს სოჭში გამართავენ შეხვედრას


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 13 ნოემბერს სოჭში ეწვევა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს - იუწყება პუტინის პრესსამსახური. ამავე წყაროს თანახმად, პუტინი და ერდოანი ისაუბრებენ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის "ერთობლივ ბრძოლაზე ტერორიზმთან" და სირიაში ექვს წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე. ამასთან, სავარაუდოდ პუტინი და ერდოანი შეეხებიან ორმხრივი ვაჭრობის და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს. ომის განმავლობაში რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობას სამხედრო და დიპლომატიური გზებით ეხმარება. ომს, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი შეეწირა, ბიძგი მისცა მთავრობის მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ზეწოლამ. თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეებს, რომლებსაც ასადის დამხობა სურთ. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა 2015 წლის ნოემბერში სირიის საზღვართან ჩამოაგდეს რუსეთის თვითმფრინავი, თუმცა პუტინმა და ერდოანმა მას შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს კავშირების გაუმჯობესებისკენ. ირანთან ერთად, ისინი ორგანიზებას უკეთებენ ასტანაში, ყაზახეთში მიმდინარე მოლაპარაკებების ციკლს სირისი კონფლიქტის გარშემო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG