Accessibility links

აპეკის სამიტზე ტრამპმა და პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვიეტნამში მიმდინარე აპეკის სამიტზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს, ლიდერთა ჯგუფური ფოტოს გადაღებამდე. ამ ხანმოკლე შეხვედრას წინ უძღოდა რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, შედგებოდა თუ არა ტრამპის და პუტინის ოფიციალური შეხვედრა დანანგში. თეთრმა სახლმა ბოლოს გამოაცხადა, რომ შეხვედრა არ გაიმართება. ერთადერთი ამგვარი შეხვედრა მათ ივლისში გამართეს, დიდი ოცეულის სამიტზე. "პუტინთან შეხვედრას რაც ეხება, ამგვარი შეხვედრა არ ყოფილა დანიშნული და არც დაინიშნება, რადგან საშუალებას მხარეების განრიგი არ იძლევა" - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ჟურნალისტებს. ამასთან, სანდერსმა არ გამორიცხა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს არაფორმალურად გაესაუბრებიან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG