Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

69 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი იუმორისტი მიხაილ ზადორნოვი


მედიაში გავრცელებული ცნობებით, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი იუმორისტი და კომიკოსი, მიხაილ ზადორნოვი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის კიბოთი იყო ავად და გერმანიაში გადიოდა მკურნალობას, 2016 წელს. ზადორნოვი დაიბადა 1948 წელს ლატვიაში, იურმალაში. პოპულარობა მან მოიხვეჭა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის რეფორმების პერიოდში, საბჭოთა რეალობის მწვავე კრიტიკით. ზადორნოვს რუსეთში და უცხოეთში არაერთი პრემია ჰქონდა მიღებული. მას ლინგვისტები ხშირად აკრიტიკებდნენ ზოგიერთი სლავური სიტყვის ფუძეების თავისუფალი ინტერპრეტაციებისთვის, ბრაზს იწვევდა ასევე მისი მოსაზრებები შუა აზიის ქვეყნების კულტურებზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ზადორნოვი დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის მწვავე კრიტიკით გამოდიოდა.

XS
SM
MD
LG