Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ექსპერტები: სექტემბერში ევროპაში რადიოაქტიული ღრუბელი ჩავიდა რუსეთიდან, ან ყაზახეთიდან


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისი ვენაში
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისი ვენაში

რადიოაქტიული ღრუბელი, რომელიც ევროპაში სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა, იყო, სავარაუდოდ, რუსეთის, ან ყაზახეთის ბირთვული ობიექტიდან. ამ ვარაუდს გამოთქვამს საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRSN). ორგანიზაცია გამორიცხავს, რომ ღრუბელი წარმოიქმნა ბირთვულ რეაქტორში ავარიის შედეგად - მისი ვარაუდით, მიზეზი გახდა გაჟონვა ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი ობიექტიდან, ან სხივური მედიცინის ცენტრიდან. ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ბოლო კვირებში გაზომეს ჰაერში რუთენიუმ 106-ის გაზრდილი შემცველობა. რუთენიუმ 106-ს სხივურ მედიცინაში იყენებენ. საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემებით, რადიოაქტიულ ღრუბელს არ მოუხდენია გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ან გარემოზე ევროპაში. როგორც ეს ორგანიზაცია აცხადებს, მან ვერ დააზუსტა რადიოაქტიული მასალის გაჟონვის ადგილი, მაგრამ ამინდზე დაკვირვების საფუძველზე დაადგინა, რომ ღრუბელი, სავარაუდოდ, წამოვიდა ურალის სამხრეთით, ურალსა და მდინარე ვოლგას შორის მდებარე ტერიტორიიდან. საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა, ჟან-მარკ პერესმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისათვის, მისივე თქმით, არაფერია ცნობილი მის ტერიტორიაზე ბირთვული ავარიის შესახებ. ხოლო ყაზახეთში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი აცხადებს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში არ დაუფიქსირებია ყაზახეთის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გაჟონვის ფაქტი.

XS
SM
MD
LG