Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ავტომანქანა შევარდა სტუდენტების ჯგუფში. დაშავდა სამი ადამიანი


საფრანგეთის პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი დაშავდა ქალაქ ტულუზში, სადაც ავტომანქანა შევარდა სტუდენტების ჯგუფში. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის წყაროების თანახმად, მძღოლი, რომელიც ინციდენტის ადგილზევე დააკავეს, „წინასწარი განზრახვით“ მოქმედებდა. 28 წლის მამაკაცი უცნობი არ იყო პოლიციისათვის, მაგრამ არ ყოფილა შეყვანილი სავარაუდო ექსტრემისტების სიაში. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი პოლიციის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG