Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა აზიის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის პროგრამას


შუა აზიის ქვეყნების - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის - საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2018-19 წლების თანამშრომლობის პროგრამას. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტს ხელი მოეწერა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, 10 ნოემბერს, ევროკავშირ-შუა აზიის მეცამეტე ყოველწლიურ მინისტერიალზე. დოკუმენტში განსაზღვრულია ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც უნდა გატარდეს უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროებში, მთელი რეგიონის მასშტაბით. ამასთან, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ საერთშორისო ღონისძიებების და ორგანიზაციების ფარგლებშიც - მაგალითად გაეროში, დსთ-ში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ეუთოში და სხვა.

XS
SM
MD
LG