Accessibility links

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ევროკავშირს მოუწოდებს ზეწოლისკენ შუა აზიის ქვეყნებზე, მედიის თავისუფლებისთვის


მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ჯგუფი, "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ევროკავშირს მოუწოდებს ეკონომიკური კავშირების განმტკიცების პარალელურად შუა აზიის ქვეყნებზე ზეწოლა განახორციელოს, მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. "ყირგიზეთის მედიის პლურალიზმის მიუხედავად, რაც რეგიონში გამონაკლისად ჩანს, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით შუა აზიაში ვითარება არასახარბიელოა" - წერს ორგანიზაციის გენერალური მდივანი, კრისტოფ დელორი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის, რომელმაც 10 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო სამარყანდში გამართულ შეხვედრაში შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. "წლიდან წლამდე, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი ორგანიზაციის მედიის თავისუფლების ანგარიშში სიის ბოლო ადგილებთან ახლოს ხვდებიან და ავტორიტარული ტენდენციები ძლიერდება" - ვკითხულობთ წერილში. დელორი ასევე ამბობს, რომ რეგიონში იბლოკება საინფორმაციო ვებსაიტები და ვრცელდება რუსეთის მიერ შთაგონებული კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტები კი ხშირად ხდებიან წამების და უკანონო დაკავების მსხვერპლნი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG