Accessibility links

ისრაელი ამბობს, რომ გოლანის მაღლობების თავზე ჩამოაგდო რუსული წარმოების, სირიის სადაზვერვო თვითმფრინავი


ისრაელის არმიამ 11 ნოემბერს პატრიოტის ტიპის რაკეტა ისროლა, რათა გოლანის მაღლობების თავზე ჩამოეგდო რუსული წარმოების სადაზვერვო თვითმფრინავი - ამ ცნობას თავად არმია ავრცელებს. არმიის პრესმდივნის, ჯონათან კონრიკუსის სიტყვებით, "ის, როგორც ჩანს, რუსული წარმოებისაა და სირიის რეჟიმს ეკუთვნის". მისივე თქმით, ეს იყო უპილოტო, სადაზვერვო თვითმფრინავი და არა შემტევი თვითმფრინავი და არმია ამ ეტაპზე იკვლევს აქვს თუ არა მას კავშირი ირანთან და ჰეზბოლასთან. ისრაელის არმიას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი რუსეთის წარმოებისაა და სირიას ეკუთვნის. პატრიოტის ტიპის რაკეტა აშშ-ის წარმოებისაა და წარმოადგენს ხმელეთი-ჰაერი ტიპის სისტემას. ისრაელმა გოლანის მაღლობებზე კონტროლი დაამყარა 1967 წლის ომში. სირია მის დაბრუნებას მოითხოვს. სირიის სამოქალაქო ომის დროს რამდენიმე რაკეტა დაეცა ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. ისრაელმა საპასუხო იერიშები განახორციელა სირიის ტერიტორიებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG