Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური


მერის არჩევნების მეორე ტური მინდინარეობს საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის თვითმმართველ თემებში. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ექვსივე ადგილას ლიდერობენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლისთვის დილის 8 საათზე გაიხსნა 317-ვე საარჩევნო უბანი, შუადღისთვის კი ამომრჩევლის აქტივობა ექვსივე საარჩევნო უბანში 11.55 პროცენტი იყო. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს კი მოუწოდებს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

XS
SM
MD
LG