Accessibility links

ტრამპი აქებს რუსეთთან ურთიერთობას, ამბობს რომ მოსკოვს "ძალიან მძიმე სანქციები აკისრია"


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ტვიტერით გავრცელებულ რამდენიმე მესიჯში "კარგ ამბავს" უწოდებს რუსეთთან დადებით ურთიერთობას და ამბობს, რომ მოსკოვს "მნიშვნელოვანი დახმარების" გაწევა შეუძლია უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის კრიზისების გადაჭრაში და ტერორიზმთან ბრძოლაში. ტრამპმა, რომელიც აზიის ქვეყნებში მოგზაურობას განაგრძობს, ჰანოიში გამართულ პრესკონფერენციაზე წამოჭრა რუსეთისთვის დანიშნული სანქციების საკითხი და თქვა, რომ მოსკოვს "ძალიან მძიმე სანქციები აკისრია" და "დადგა დრო მოვამჯობინოთ მსოფლიო, რომელიც გახლეჩილი და გატეხილიაო". აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა იმ ცნობების გამო, რომ მოსკოვი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩენვებში ჩაერია. ამასთან, აშშ შეუერთდა დასავლეთის სხვა ქვეყნებს სანქციების დაკისრების პროცესში, მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. ტრამპს არ დაუკონკრეტებია სანქციების შესახებ მისი განცხადებები და არ უთქვამს თუ აპირებს მათ შემსუბუქებას. ამასთან, ტრამპი შეეცადა განემარტა თავისი ადრინდელი განცხადებები აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ - თქვა, მჯერა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებების, მაგრამ ასევე მჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გულწრფელია, როცა უარყოფს რუსეთის ჩარევასო. ტვიტერის მესიჯებში ტრამპი თავს დაესხა "ყველა მოძულეს და სულელს", ვინც მას აკრიტიკებს რუსეთთან და კონკრეტულად პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG