Accessibility links

ირანი უარყოფს როლს ბაჰრეინის მილსადენის აფეთქებაში


ირანი უარყოფს ცნობებს, რომ ის იდგა იმ აფეთქების უკან, რომელმაც ხანძარი გამოიწვია ბაჰრეინის მთავარ ნავთობსადენზე და ბრალდებებს "უსაფუძვლოს და იაფფასიანს" უწოდებს. 12 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ბაჰრამ ყასემი ამბობს, ბაჰრეინის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, "რომ ანგვარი აბსურდული და ყალბი განცხადებებით გამოსვლის და ასეთი ბავშვური ბრალდებებით თამაშის დრო დასრულებულიაო". ბაჰრეინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რაშიდ ბინ აბდულა ალ-ხალიფამ მანამდე განაცხადა, რომ 10 ნოემბერს, გვიან ღამით, სოფელ ბურისთან ნავთობსადენის აფეთქება წარმოადგენდა "ტერორიზმის საშიშ აქტს". მისი სიტყვებით, "ტერორისტული აქტები, რომლებიც ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მოხდა, ირანთან პირდაპირი კავშირით და ხელმძღვანელობით განხორციელდა". აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბაჰრეინი - ძირითადად შიიტებით დასახლებული სამეფო, რომელსაც სუნიტთა დინასტია მართავს - დროდადრო ხდება ადგილობრივი შიიტი გასამხედროებული ჯგუფების სამიზნე და ის განაგრძობს მოწინააღმდეგეებზე ზეწოლას, ოპონენტების დაპატიმრებით და ქვეყნიდან გაძევებით. ბაჰრეინის ხელისუფლება დაძაბულობის გაღრმავებაში მეზობელ ირანს ადანაშაულებს, თეირანი კი ამ ბრალდებებს უარყოფს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG