Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: 17.00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა შეადგენს 26.97 პროცენტს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, რომელიც საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 26.97 პროცენტია. მერის არჩევნების მეორე ტური მინდინარეობს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის თვითმმართველ თემებში. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ექვსივე ადგილას ლიდერობენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლისთვის დილის 8 საათზე გაიხსნა 317-ვე საარჩევნო უბანი. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს კი მოუწოდებს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

XS
SM
MD
LG